9622 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

JVNGENME გამოქვეყნდა 23 ოქტ 13 ნახვა

ფინანსური მენეჯერი

GLI გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაოს აღწერა:

ფინანსური მენეჯერი უზრუნველყოფს "ბელვიუ რეზიდენს სუითის", სასტუმრო "ბულვარ ბათუმისა" და რესტორან "არგოს" ფინანსური მართვის ეფექტიან განხორციელებას, ფინანსური რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას, ბიუჯეტური დისციპლინის დაცვასა და ხელმძღვანელობისთვის დროული და სანდო ფინანსური ინფორმაციის უზრუნველყოფას, მმართველობითი გადაწყვეტილებების ეფექტიანად მისაღებად.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
  • ბიუჯეტის შედგენა, მონიტორინგი და ანალიზი (გეგმა/ფაქტის შედარება);
  • ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
  • ფულადი ნაკადების (cash flow) მართვა და პროგნოზირება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის სისწორის ზედამხედველობა;
  • ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, ეკონომიკის ან მომიჯნავე დარგში;
  • მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური მენეჯერის ან ანალოგიური პასუხისმგებლობის მქონე პოზიციაზე, სასტუმრო და/ან სარესტორნო სფეროში.
  • ქართული საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
  • ფინანსური ანალიზისა და ანგარიშგების პრაქტიკული გამოცდილება;
  • Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
  • ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

უნარ-ჩვევები:

  • ლიდერული უნარები და სტრატეგიული აზროვნება.
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარები და კრიზისული მართვის გამოცდილება.
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • საათები: 09:30-დან 18:30 საათამდე
  • ანაზღაურება: შეთანხმებით

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa;
  • 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო";
  • ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში;
  • 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center-ში;
  • დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესში" ჩარიცხვის შემთხვევაში - 10%-იანი ფასდაკლება

კომპანიის შესახებ

"ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და განახორციელა 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას, სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას, ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას, ასევე საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობასა და მათი სტანდარტების შესაბამისად ოპერირებას.

ჯგუფი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა "Hilton" და "Hampton by Hilton"

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც კომპანიას ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებას, პროფესიულ წინსვლასა და საერთაშორისო ბრენდული სტანდარტების მიხედვით მუშაობის კულტურის ჩამოყალიბებას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_wsk4c/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა