ფილიალის მენეჯერი
კომპანია „ტრანსპორტერი“ წარმოადგენს მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრს ამიერკავკასიაში. ტრანპსორტერი ექსკლუზიური დისტრიბუტორია 80-ზე მეტი საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა.
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ფილიალის მენეჯერის ვაკანსია.
ძირითადი პირობები: - მდებარეობა: ქუთაისი, ნიკეას ქუჩა - სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო კვირა (40 სთ) - ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი (ხელზე ასაღები)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი ან მომიჯნავე სფერო); - აუცილებელია ფილიალის/შოურუმის მართვის გამოცდილება 2წ+ სფეროში (სასურველია ავტო/მოტო ინდუსტრიაში); - გუნდის მართვის უნარი - სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (1C ან სხვა ERP სისტემა) და MS Excel-ის კარგი ცოდნა; - ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები: - ფილიალის გაყიდვების გეგმის შესრულება, რეალიზაციის ზრდის ხელშეწყობა - გუნდის მართვა, მოტივირება, დავალებების გადანაწილება და მომსახურების სტანდარტების კონტროლი; - შოურუმის მარაგების მონიტორინგი, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, პროდუქციის დასტიკრებისა და ფასმაჩვენებლების სიზუსტის კონტროლი; - ლოგისტიკისა და სერვისის გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა პროდუქციის მიწოდების, ტექნიკის შემოწმებისა და სათადარიგო ნაწილების/სერვისის შეთავაზების უზრუნველსაყოფად; - მომხმარებლებთან ურთიერთობა და მაღალი ხარისხის კონსულტაციის სტანდარტის შენარჩუნება - შოურუმის გამართული ფუნქციონირების, წესრიგის, სისუფთავისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 30 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
შერჩევის ეტაპები: - რეზიუმეების გადარჩევა - პირისპირ გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/w9bXCYO
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.