რესტორნის დიასახლისი
„კომპლექსი კრუიზი“ მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.
„კომპლექსი კრუიზი“ აცხადებს ვაკანსიას რესტორნის დიასახლისის პოზიციაზე.
მისამართი: ბელიაშვილის 81 დღიური ანაზღაურება: 70 ლარი სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა
ძირითადი მოთხოვნები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა და დაცვა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - გუნდში მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები: - რესტორნის დარბაზის ყოველდღიური დასუფთავება და მოწესრიგება; - მაგიდების, სკამების და სხვა ზედაპირების სისუფთავის უზრუნველყოფა; - ღონისძიებებისა და სტუმრების მიღებამდე დარბაზის მომზადება; - გამოყენებული ჭურჭლისა და ინვენტარის დროული შეგროვება და შესაბამის ადგილზე გადატანა; - ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; - საჭიროების შემთხვევაში გუნდის სხვა წევრების მხარდაჭერა დარბაზის მოწესრიგების პროცესში.
ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ სამუშაო გარემოს; - კონკურენტულ ანაზღაურებას; - მეგობრულ გუნდს; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.