ოჯახის ექიმების ქსელის კოორდინატორი
სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმების ქსელის კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გამრეკელის N19 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ძირითადი მოვალეობები
- საოჯახო ექიმების ქსელის გრაფიკებისა და რეზერვაციების ადმინისტრირება
- ოჯახის ექიმებისა და ასისტენტების შვებულებების, ბიულეტენებისა და ცვლების როტაციების დარეგულირება და პროგრამული ასახვა
- ელექტრონულ სისტემაში ექიმის რეზერვაციების (ბუქინგის) შექმნა, კორექტირება, დახურვა და გაუქმება
- ექიმის შვებულების ან ბიულეტენის შესახებ კლინიკის მენეჯერებისა და უფროსი რეგისტრატორების დროული ინფორმირება და ჩაწერილი პაციენტების გაფრთხილების პროცესის კონტროლი
- ახალ ლოკაციებზე გადასვლისას სამუშაო კაბინეტის მოწყობის შემოწმება წინასწარ განსაზღვრული სტანდარტის (ჩექ-ლისტის) მიხედვით
- ექიმებისა და ასისტენტების სამუშაო ადგილის ცვლილებისას ყველა პასუხისმგებელი პირისა და განყოფილების წერილობითი ინფორმირება და პროცესის ბოლომდე მიყვანის კონტროლი
- პერსონალისთვის საჭირო ტექნიკის, ინვენტარისა და სამუშაო ეკიპირების მიწოდების ორგანიზება
- რეგიონის ოჯახის ექიმებისთვის პროგრამული და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა
- ასისტენტისა და სერვის-ადმინისტრატორის პოზიციებზე აპლიკანტების შერჩევის პროცესში ჩართულობა
- ახალი ოჯახის ექიმებისთვის „სოფთ-სქილების“ (მომსახურების სტანდარტების) ტრენინგების ჩატარება და სხვა სასწავლო შეხვედრების დაგეგმვა
- ახალ კლინიკაში გადასვლისას თანამშრომლებისთვის ადგილზე მხარდაჭერის აღმოჩენა, სამუშაო პროცესზე დაკვირვება და შეფასება
- კომპანიის სხვადასხვა განყოფილებასთან თემატური კომუნიკაცია, შემოსული ელექტრონული წერილების დამუშავება და კლინიკების ადმინისტრაციის მხრიდან გატარებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღება-გადაცემა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამედიცინო განათლება (ჯანდაცვის ან ფარმაციის მიმართულებით)
- აუცილებელია უცხო ენების ცოდნა საშუალო დონეზე
- სასურველია მინ. 1 წლიანი გამოცდილება ადმინისტრირების, ან სამედიცინო ქსელის ოპერაციულ მართვა/კოორდინაციაში
პიროვნული უნარ-ჩვევები
- ძლიერი კომუნიკაციის უნარები;
- მოლაპარაკების უნარები;
- კომუნიკაციის ციფრული ფორმების ცოდნა;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. წარმატებებს გისურვებთ!