7981 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

K16JTBFP გამოქვეყნდა 25 აგვ 6 ნახვა

ავტო ცენტრის ხელმძღვანელი

SMOTORS via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

SMOTORS აცხადებს ვაკანსიას ავტო ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე

ძირითადი მიმართულება: ავტოსერვისი, მაღაზია და საწყობი სამუშაო გრაფიკი: სრული ადგილმდებარეობა: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 116 (ყოფილი კაიროს ქუჩა) ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან

კომპანიის შესახებ: კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/ "SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

ძირითადი მოვალეობები: - გუნდის დაკომპლექტება, მართვა და განვითარება. - გაყიდვების ზრდის სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება. - კორპორატიული პარტნიორების (კომპანიების) დროული და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა. - ავტოსერვისის (მექანიკოსების), ავტონაწილების მაღაზიისა და საწყობის ყოველდღიური საქმიანობის დაორგანიზება და მართვა. - პროგრამულად ნაშთების კონტროლი და პერიოდული ინვენტარიზაცია. - სათადარიგო ნაწილების მარაგებისა და შესყიდვების მართვა. - ფინანსური მაჩვენებლების, გაყიდვების და ნაშთების ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე (სასურველია ავტოსერვისის, ავტონაწილების ან ლოჯისტიკის სფეროში) - ავტომობილის აგებულებისა და სათადარიგო ნაწილების სპეციფიკის კარგად ცოდნა. - ლიდერული უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი.

რას გთავაზობთ: - კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას. - დამატებით ბონუსს გაყიდვების შედეგებიდან გამომდინარე. - სტაბილურ სამუშაო გარემოს და განვითარების შესაძლებლობას.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია „სმოტორს“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
SMOTORS
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა