8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

K1TNMQN1 გამოქვეყნდა 25 აგვ 5 ნახვა

ანაზღაურებადი სტაჟირება - იურიდიული დეპარტამენტი

HSE Group გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება სამართალი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

HSE Group არის შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. HSE Group თანამშრომლობს წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე და ვთავაზობთ მათ მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://hsegroup.ge/

კომპანია აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბამბის რიგი N:7

სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00

ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა;

** საკანონმდებლო ცვლილებებისა და სამართლებრივი საკითხების კვლევა;

** ტენდერებისა და სახელმწიფო შესყიდვების პროცესში იურიდიული მიმართულებით მონაწილეობა;

** იურიდიული დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა;

** იურიდიული დოკუმენტების შედგენა, სისტემატიზაცია, დაარქივება და ვადების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სავალდებულოა);

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

** Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

უნარები და პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** სწავლისა და პროფესიული განვითარების ძლიერი მოტივაცია.

** პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაჭრის უნარი;

სტაჟირების განმავლობაში მიიღებ:

** პრაქტიკულ გამოცდილებას კორპორაციული სამართლის მიმართულებით;

** შესაძლებლობას, ითანამშრომლო ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან და გაეცნო ბიზნესის სამართლებრივ პროცესებს;

** პრაქტიკულ გამოცდილებას ტენდერებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამართლებრივ უზრუნველყოფაში;

** მონაწილეობას მრავალფეროვან კომერციულ და კორპორაციულ პროექტებში;

** მენტორობას გამოცდილი იურისტებისგან;

** პროფესიული უნარებისა და საქმიანი კომუნიკაციის განვითარების შესაძლებლობას;

** სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში - HSE Group-ში დასაქმების შესაძლებლობას.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში".

გაცნობებთ, რომ შპს "ეიჩესი ჯგუფი" ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 1 წლის განმავლობაში. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
HSE Group
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის