გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

K4TKME81 გამოქვეყნდა 30 ოქტ 38 ნახვა

სამედიცინო წარმომადგენელი

იმპექსი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 1 დეკ
შესვლა და განაცხადი

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 110-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1200-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 25 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე, თბილისსა და რეგიონებში (აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი)

ფუნქცია-მოვალეობები

  • სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტები და ექიმებისთვის ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქციის შესახებ;
  • ექიმთა კატეგორიზაცია და შეფასება მათი აქტივობის მიხედვით;
  • ვიზიტები ნეიტრალურ აფთიაქებში, მათთან ინფორმაციების გაცვლა და ურთიერთთანამშრომლობა;
  • "იმპექსის" სააფთიაქო ქსელის აფთიაქებში ვიზიტები და მათთან ურთიერთთანამშრომლობა;
  • ტრენინგებში და კონფერენციებში ჩართულობა და საჭიროებისამებრ მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
  • MS Office-ის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები

  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალობა.
  • შედეგზე ორიენტირებულობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 2026 წ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა