9479 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

K4TY3TJM გამოქვეყნდა 24 ოქტ 14 ნახვა

III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾4160 / თვეში ბოლო ვადა: 5 ნოე

თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს პოზიციაზე: III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული; თანამდებობრივი სარგო 4160 (ოთხი ათას ას სამოცი) ლარი;

ვაკანსიის N:103601 პოზიციის დასახელება: III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი ორგანიზაცია: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური კატეგორია: არქიტექტურა განცხადების ბოლო ვადა 05.11.2026 თანამდებობრივი სარგო: 4160 ლარი ადგილების რაოდენობა: 1 სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ფუნქციები - კომპეტენციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება; - III და IV კლასის შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; - მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული კორესპონდენციის განხილვა; - სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; - განყოფილების ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოება და მომზადება; - სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება; - უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; - დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება–მოვალეობების განხორციელება.

მოთხოვნები - მინიმალური განათლება ბაკალავრი - სამუშაო გამოცდილება 2 წელი - პროფესია არქიტექტორი

საკონკურსო თემატიკა - საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი. - „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ „საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება; - ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14–39 დადგენილება; - ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-35 დადგენილება; - „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილება.

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები პროგრამის დასახელება ცოდნის დონე - MS office applications - კარგი - AutoCAD - კარგი - ArchiCAD - კარგი - Arc GIS - კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია - საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, შარტავს ქ. №7 - საკონტაქტო ტელეფონები: +995 599 52 02 83 - საკონტაქტო პირი: სალომე

დამატებითი მოთხოვნები - აკანდიდატს სავალდებულოა ჰქონდეს არქიტექტურის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; - წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია - კონკურსთან დაკავშირებით მოთხოვნებში მითითებული საკანონმდებლო აქტების გასაცნობად ეწვიეთ ვებ - გვერდს: - www.tas.ge; https://matsne.gov.ge/.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთონ: - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი; - სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები; - სამოტივაციო წერილი, სადაც დასაბუთებულად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ გსურთ არქიტექტურის სამსახურში მუშაობის დაწყება და რატომ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება კონკრეტულ ვაკანსიას.

შენიშვნა: კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა - საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

კონკურსის ეტაპები - განცხადების გადარჩევა - ზეპირი დავალება - გასაუბრება

სავალდებულო ბლოკები - პირადი ინფორმაცია - სამუშაო გამოცდილება - ფაილის ატვირთვა სავალდებულოა - განათლება კვალიფიკაცია - ფაილის ატვირთვა სავალდებულოა - კომპიუტერული პროგრამები, დაპროგრამების ენები, ოპერაციული სისტემები - სამოტივაციო წერილი

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 5 ნოემბერი. კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე- www.vacancy.hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ. თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა