უმცროსი მარკეტერი
Mindor ნერვული სისტემის ფიტნესის ქართული ბრენდია, რომელსაც ჰყავს 15, 000+ მომხმარებელი და 100, 000+ გამომწერი. ვეძებთ ჭკვიან, ცნობისმოყვარე და სწრაფად შემსწავლელ ადამიანს, რომელიც Mindor-ს ზრდაში დაეხმარება.
ჯუნიორ მარკეტერი
სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის. შესაძლებელია იყო უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე ან ადრეულ კარიერაში.
ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია შენი აზროვნება, სწავლის სისწრაფე და საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი.
რას გააკეთებ:
- შექმნი Meta Ads-ის სარეკლამო იდეებს, ტექსტებსა და კრეატივებს;
- გაუშვებ და გააუმჯობესებ სარეკლამო კამპანიებს;
- იმუშავებ ვებსაიტისა და შეთავაზებების ტექსტებზე
- გააანალიზებ გაყიდვების ფანელს და მოძებნი კონვერსიის გაუმჯობესების გზებს;
- იმუშავებ email marketing-ზე;
- ჩაატარებ მარკეტინგულ ექსპერიმენტებს და შეაფასებ შედეგებს.
მარკეტინგული სისტემა უკვე აგებულია და მუშაობს. შენი მთავარი ამოცანა იქნება მისი გაუმჯობესება და გაუმჯობესება.
ვის ვეძებთ:
ეს პოზიცია განსაკუთრებით შეგეფერება, თუ:
- სწრაფად სწავლობ და შეგიძლია დამოუკიდებლად გაერკვე უცნობ საკითხებში;
- გაინტერესებს მარკეტინგი, მომხმარებლის ფსიქოლოგია და ის, თუ რატომ ყიდულობენ ადამიანები პროდუქტებს;
- შეგიძლია აზრის მარტივად, გასაგებად გადმოცემა ქართულად;
- ნებისმიერ სფეროში განსაკუთრებული შედეგის მიღწევა საკუთარი ინიციატივით (რაიმე პროექტის განხორციელება ან უნარის შესწავლა, ა.შ.)
- იღებ პასუხისმგებლობას შედეგზე და შეგიძლია საქმის ბოლომდე მიყვანა;
- შეგიძლია პირდაპირი უკუკავშირის მიღება და გამოყენება;
- ინგლისური იცი მინიმუმ B2 დონეზე.
- მარკეტინგში გამოცდილება უპირატესობაა, მაგრამ აუცილებელი არ არის, რადგან კანდიდატის შეფასება ხდება ჩვენს მიერ მოცემული დავალებით.
რას გთავაზობთ:
- სრულად დისტანციური სამუშაო;
- უშუალოდ დამფუძნებელთან მუშაობა;
- რეალური პასუხისმგებლობა და სწრაფი პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
- ანაზღაურება შეთანხმებით. ზრდა შესაძლებელია კანდიდატის ზრდის ტემპის შესაბამისად
როგორ გამოგვეხმაურო:
"რა არის ყველაზე რთული რამ, რაც ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დამოუკიდებლად ისწავლე ან გააკეთე. მოგვიყევი როგორ მიაღწიე შედეგს.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.