8395 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

K54H3C2X გამოქვეყნდა 27 აგვ 27 ნახვა

Hash Bank

Hash Bank

დაკრედიტების გუნდის უფროსი

Hash Bank გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: დაკრედიტების გუნდის უფროსი სამუშაო განრიგი: სრულად ოფისიდან, 10:00-19:00. ოფისის მისამართი: ბათუმი, შოთა რუსთაველის გამზირის 25/ლუკა ასათიანის 1.

ძირითადი ფუნქციები:

** ვადაგადაცილებული სესხებზე მუშაობის ორგანიზება და შედეგების კონტროლი; ** ექსპერტთა სწავლების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა; ** დაკრედიტების ოფიცერთა პრაქტიკული სწავლება; ** დაკრედიტების ჯგუფის მუშაობაზე და ეფექტურობაზე კონტროლი; ** დაკისრებული კომერციული გეგმების შესრულების ანალიზი და კონტროლი; ** გაყიდვების ხელშეწყობა; ** რისკების სამსახურთან კოორდინაცია; ** ვადაგადაცილებული სესხების კონტროლი და ვადაგადაცილებების ადგილზე მართვა, ** ბანკის დაკრედიტების საქმიანობის კოორდინაცია; ** ბანკში პროფესიონალიზმის, გუნდური მუშაობის და ინოვაციის ღირებულებების ამაღლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** უმაღლესი განათლება იურიდიული, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით; ** საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);

ცოდნა და გამოცდილება:

** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა; ** ქართული ენის ცოდნა; ** უცხო ენები (სასურველია); ** ინგლისური ** რუსული

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი; ** ანალიზის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობა; ** პუნქტუალურობა; ** კომუნიკაბელურობა; ** ენერგიულობა; ** თავაზიანობა; ** სამართლიანობა; ** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის; ** გუნდის მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: hiring@hashbank.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 27 სექტემბერი, 2026.

გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: დაკრედიტების გუნდის უფროსი

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Hash Bank
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა