8824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

K57ZT670 გამოქვეყნდა 25 აგვ 12 ნახვა

უმცროსი იურისტი/ადვოკატის თანაშემწე

დამსაქმებელი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სამართალი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ვაკანსია: უმცროსი იურისტი (ადვოკატის თანაშემწე)

პოზიციის დასახელება: უმცროსი იურისტი / ადვოკატის თანაშემწე (კორპორაციული და სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი)

ტიპი: სრული განაკვეთი

პოზიციის მიმოხილვა:

ჩვენი გუნდი ეძებს უმცროს იურისტს / ადვოკატის თანაშემწეს, რომელიც ჩაერთვება კომპანიებისა და კერძო პირების იურიდიულ მომსახურებაში. პოზიცია მოიცავს ბიზნეს სუბიექტების მიმდინარე კორპორაციულ მხარდაჭერას, ხელშეკრულებების დრაფტინგს და ადვოკატის ასისტენტობას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებში.

ძირითადი მოვალეობები:

** ბიზნესის მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და კორპორაციული დოკუმენტების მომზადება/სამართლებრივი ექსპერტიზა.

** სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე საპროცესო დოკუმენტების (სარჩელი, შესაგებელი, ადმინისტრაციული საჩივარი, შუამდგომლობები) პროექტების მომზადება.

** სამართლებრივი კვლევების (Legal Research) ჩატარება კორპორაციულ, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საკითხებზე.

** ადმინისტრაციულ ორგანოებთან (საგადასახადო, მუნიციპალური ორგანოები, საჯარო რეესტრი და ა.შ.) და სასამართლოებთან ურთიერთობა, საქმის მასალების გაცნობა და მონიტორინგი.

** ადვოკატის მხარდაჭერა კლიენტებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების მომზადების პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

რას გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

** მრავალფეროვან ბიზნეს-ქეისებსა და სასამართლო დავებზე მუშაობის გამოცდილებას.

** მეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უმცროსი იურისტი / ადვოკატის თანაშემწე".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე:

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და მას შეინახავს გამოგზავნიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ CV/რეზიუმეს გამოგზავნით ეთანხმებით თქვენი მონაცემების 1 წლის განმავლობაში შენახვას და დამუშავებას, რაც გულისხმობს, რომ ვაკანსიაზე შესაძლოა კომპანიიდან შეგეხმიანონ მითითებული პერიოდის განმავლობაში მომავალშიც.

გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე, ასევე, მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან შესწორება წინამდებარე განცხადებაში მითითებულ მეილზე მოთხოვნის გამოგზავნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დამსაქმებელი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის