9,071 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

K5KG7WA6 გამოქვეყნდა 17 სექ 3 ნახვა

MBG Rent

MBG Rent

საწყობის ოპერაციების სუპერვაიზერი

MBG Rent გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
₾2000 / თვეში ბოლო ვადა: 18 ოქტ

"MBG Rent" ლიდერი კომპანიაა საქართველოში თანამედროვე სტანდარტების სამშენებლო ტექნიკისა და ინვენტარის გაქირავების მიმართულებით. გარდა ამისა მომხმარებელს სთავაზობს ალმასური ჭრის მომსახურებას.

ემბიჯი რენთი ამ დროისთვის აქტიურად თანამშრომლობს 2000-ზე მეტ პირთან, კომპანიის დამოკიდებულება მომხმარებელთან ჯანსაღ, მეგობრულ და ნდობით სავსე ურთიერთობებს ეფუძნება.

კომპანია ორიენტირებულია, მომხმარებლის საჭიროებებზე და მათზე მორგებული პირობების შეთავაზებაზე.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, ვთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

კომპანია MBG Rent აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერაციების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ა.თვალჭრელიძის 20 სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 2000 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბალანსის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება- აუცილებელი;
  • საწყობში ან ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • თანამშრომლების სამუშაოს ორგანიზების მართვის პრინციპების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

მოვალეობები:

  • ბალანსის პროგრამაში საწყობის ოპერაციების წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;
  • მანქანების დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
  • საწყობში მასალებისა და ინვენტარის სწორად განთავსებისა და დალაგების კონტროლი;
  • საწყობის თანამშრომლებისთვის სამუშაოს გადანაწილება და შესრულების კონტროლი;
  • საწყობიდან გასაცემი მასალებისა და ინვენტარის შესაბამისობის კონტროლი;
  • საწყობის ნაშთების კონტროლი და ბალანსში მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • საწყობის ყოველდღიური პროცესების მონიტორინგი და წარმოქმნილი საკითხების დროული გადაწყვეტა.

უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV) ელფოსტაზე სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

MBG Rent მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
MBG Rent
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა