გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

K62AHHPD გამოქვეყნდა 2 ნოე 26 ნახვა

ინგლისური ენის მასწავლებელი

მწვანე სკოლა გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 დეკ
შესვლა და განაცხადი

"მწვანე სკოლის" საბურთალოს კამპუსი აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

თუ გსურთ თქვენთვის საყვარელი საქმიანობა დაუკავშიროთ განათლების მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიციურ გუნდს, რომელიც მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე და მათ სთავაზობს საუკეთესო გარემოს თავიანთი შესაძლებლობების გამოსავლენად, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და მუდმივად ძიების პროცესშია, რათა თითოეული დღე მოსწავლეებისთვის გახადოს აღმოჩენებითა და ემოციებით დატვირთული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • მოსწავლეებისათვის მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა;
  • მოსწავლეზე ორიენტირებული საინტერესო გაკვეთილების ჩატარება;
  • მოსწავლეთათვის პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა;
  • მოსწავლეთა განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • კლასგარეშე ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ინგლისური ფილოლოგიის, ინგლისური ენისა და ლიტერატურის ან მონათესავე მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ C1 დონეზე;
  • CELTA, DELTA, TESOL, TEFL ან სხვა შესაბამისი საერთაშორისო კვალიფიკაცია (სასურველია);
  • სკოლაში/მოსწავლებთაან მუშაობის გამოცდილება;
  • თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და შეფასების პრინციპების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის მაღალი უნარი;
  • ციფრული სასწავლო რესურსებისა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
  • თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და შეფასების პრინციპების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის მაღალი უნარი;
  • ციფრული სასწავლო რესურსებისა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
  • მასწავლებლის კვალიფიკაცია.

ჩვენთან დაგხვდებათ

  • კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო;
  • მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა;
  • პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობა;
  • გამოცდილი, განვითარებაზე ორიენტირებული და მეგობრული გუნდი;
  • ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ინგლისური ენის მასწავლებელი".

"მწვანე სკოლა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა