გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

K8KDFRWB გამოქვეყნდა 19 ნოე 0 ნახვა

საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების მთავარი სპეციალისტი / I კატეგორია

თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
₾2000 / თვეში შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 19 ნოე (დარჩა 6 დღე) ბოლო ვადა: 25 ნოე

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აცხადებს კონკურსს სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) შესარჩევად

თსუ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საშტატო განრიგით განსაზღვრული საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 2000 (ორიათასსი) ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით). შერჩეული კანდიდატები დასაქმდებიან სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით). შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით.

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ერთ-ერთი უცხო ენა (წერა, კითხვა,მეტყველება).

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

  • კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
  • ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა;
  • ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
  • დასაბუთების უნარი; ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
  • პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
  • ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.

აპლიკანტი უნდა იცნობდეს

  • ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონს;
  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონს;
  • პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მოქმედი რეგულაციებს.

სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) პოზიციაზე შერჩეულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების შეასრულება:

  • „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ ეგიდით მოქმედი თსუ ფაკულტეტების „ნორჩთა სკოლების“ საქმიანობის კოორდინირება;
  • „თსუ-დესპანის“ პროექტის კოორდინირებაში მონაწილეობა;
  • „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ პროექტების სოციალურ მედიაში გაშუქება;
  • ცენტრის პროექტების სოციალურ მედიაში გაშუქება;
  • სტუდენტური სერვისების განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა;
  • სკოლის მოსწავლეებისათვის კარიერის დაგეგმვის და განვითარების კურსების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • სკოლის მოსწავლეებისათვის პროფორიენტაციის კურსების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • ცენტრის ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების შესრულება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

  • განცხადება
  • CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
  • კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.

მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 18 ნოემბრიდან 2026 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე სათაურის ველში უნდა მიეთითოს „სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების მთავარი სპეციალისტი“.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა