9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

K8TKBYGD გამოქვეყნდა 15 ოქტ 41 ნახვა

გაყიდვების წარმომადგენელი

Resty.ge გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ნოე

გაყიდვების წარმომადგენელი - რუსთავი

Resty.ge აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე ქალაქ რუსთავში.

Resty რესტორნებს, სასტუმროებსა და კაფე-ბარებს სთავაზობს ტექნიკას და სერვისს.

ვეძებთ აქტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც რუსთავში ახალ კლიენტებს მოიზიდავს და მათ Resty-ს პროდუქტებსა და მომსახურებას გააცნობს.

სამუშაო პირობები:

  • მუშაობის ფორმატი: ობიექტებში ვიზიტები და სატელეფონო კომუნიკაცია;
  • განაკვეთი: სრული/მოქნილი.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი მოზიდულ კლიენტებზე;

ძირითადი მოვალეობები:

  • რუსთავში რესტორნების, სასტუმროებისა და კაფე-ბარების მოძიება და მათთან პირველადი კონტაქტის დამყარება;
  • ობიექტებში ვიზიტები და მფლობელებთან ან მენეჯერებთან შეხვედრები;
  • Resty-ს პროდუქტების დემონსტრაცია და მათი სარგებლის გასაგებად ახსნა;
  • კლიენტის საჭიროებების გარკვევა და შესაბამისი პაკეტის შეთავაზება;
  • კონტაქტების, შეხვედრებისა და გაყიდვების შედეგების აღრიცხვა;

მოთხოვნები:

  • გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • ახალ ადამიანებთან კონტაქტის დამყარების ინიციატივა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და ვიზიტების დაგეგმვის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;

უპირატესობად ჩაითვლება:

  • გაყიდვების, განსაკუთრებით მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
  • რესტორნებთან, სასტუმროებსა და კაფე-ბარებთან არსებული კონტაქტები;

პროდუქტის ტექნიკური ცოდნა წინასწარ საჭირო არ არის - Resty-ს პროდუქტებსა და შეთავაზებებს შეგასწავლით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ფორმა და ატვირთოთ cv ბმულზე: https://resty.ge/vacancy

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა