გაყიდვების წარმომადგენელი
გაყიდვების წარმომადგენელი - რუსთავი
Resty.ge აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე ქალაქ რუსთავში.
Resty რესტორნებს, სასტუმროებსა და კაფე-ბარებს სთავაზობს ტექნიკას და სერვისს.
ვეძებთ აქტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც რუსთავში ახალ კლიენტებს მოიზიდავს და მათ Resty-ს პროდუქტებსა და მომსახურებას გააცნობს.
სამუშაო პირობები:
- მუშაობის ფორმატი: ობიექტებში ვიზიტები და სატელეფონო კომუნიკაცია;
- განაკვეთი: სრული/მოქნილი.
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი მოზიდულ კლიენტებზე;
ძირითადი მოვალეობები:
- რუსთავში რესტორნების, სასტუმროებისა და კაფე-ბარების მოძიება და მათთან პირველადი კონტაქტის დამყარება;
- ობიექტებში ვიზიტები და მფლობელებთან ან მენეჯერებთან შეხვედრები;
- Resty-ს პროდუქტების დემონსტრაცია და მათი სარგებლის გასაგებად ახსნა;
- კლიენტის საჭიროებების გარკვევა და შესაბამისი პაკეტის შეთავაზება;
- კონტაქტების, შეხვედრებისა და გაყიდვების შედეგების აღრიცხვა;
მოთხოვნები:
- გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
- ახალ ადამიანებთან კონტაქტის დამყარების ინიციატივა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და ვიზიტების დაგეგმვის უნარი;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
უპირატესობად ჩაითვლება:
- გაყიდვების, განსაკუთრებით მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
- რესტორნებთან, სასტუმროებსა და კაფე-ბარებთან არსებული კონტაქტები;
პროდუქტის ტექნიკური ცოდნა წინასწარ საჭირო არ არის - Resty-ს პროდუქტებსა და შეთავაზებებს შეგასწავლით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ფორმა და ატვირთოთ cv ბმულზე: https://resty.ge/vacancy
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.