საუზმის სერვის მენეჯერი
"Spark by Hilton"-ის გუნდი ეძებს მეგობრულ, პასუხისმგებლობიან და სტუმარზე ორიენტირებულ საუზმის სერვის მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები:
- საუზმის სერვისის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურად მართვა;
- საუზმის დაწყებამდე რესტორნის მომზადებისა და სრულ მზადყოფნაში ყოფნის კონტროლი;
- სტუმრებისთვის სწრაფი, ხარისხიანი და მეგობრული მომსახურების უზრუნველყოფა;
- საუზმის ბუფეტის, სერვისისა და სამუშაო სივრცის მუდმივი კონტროლი;
- სტუმრების მოთხოვნების, შეკითხვებისა და შესაძლო პრობლემების პროფესიონალურად მართვა;
- მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- საუზმის სერვისის გუნდის სამუშაო პროცესის კოორდინაცია და დავალებების გადანაწილება;
- სამზარეულოს გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია საუზმის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით;
- საკვების, ჭურჭლისა და საჭირო ინვენტარის დროული შევსებისა და მოწესრიგების კონტროლი;
- სისუფთავის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კონტროლი.
მოთხოვნები:
- რესტორნის სერვისის, საუზმის სერვისის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სტუმარზე ორიენტირებული მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
- სამუშაო გრაფიკს: 08:00-დან 16:00 საათამდე;
- ანაზღაურება: 1600 ლარი ხელზე;
- პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- დაზღვევას და კვებას.
დაინტერესების შემთხვევაში:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე და წერილის თემაში მიუთითოთ საუზმის სერვის მენეჯერი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.