9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

K9HQNEVF გამოქვეყნდა 17 ოქტ 52 ნახვა

იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი სპეციალისტი / შტატგარეშე

შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 22 ოქტ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს პოზიციაზე: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი სპეციალისტი / შტატგარეშე

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატში უფროსი სპეციალისტის შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ.

გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატში უფროსი სპეციალისტის 1 (ერთი ერთეული) შტატგარეშე პოზიციის დასაკავებლად.

ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო თვეში განისაზღვრება 1130 (ათასასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. შერჩეული აპლიკანტი დაინიშნება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: - აუმაღლესი განათლება-იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი (სამართლის ან საერთაშორისო სამართლის სპეციალობით) ან იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი (მინიმუმ მე-5 სემესტრის სტუდენტი); - სახელმწიფო ენაზე და ინგლისურ ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი; - მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser ).

აპლიკანტი უნდა იცნობდეს: - თსუ-ს წესდება - საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”; - თსუ “იურიდიული ფაკულტეტის დებულება”; - თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები: - კრეატიულობა და შემოქმედებითობა; - ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - ოპერატიულობა; - ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი; - გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; - დასაბუთების უნარი; - ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; - პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა; - ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატში უფროსი სპეციალისტის 1 (ერთი ერთეული) შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება: - დეკანის ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობა; - ფაკულტეტის ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორ დაწესებულებებთან კომუნიკაციის ხელშეწყობა ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურთან ერთად; - ფაკულტეტის სტუმართა ხელშეწყობა მათ მიერ განსახორციელებელი სამუშაოს შესრულებისას და ფაკულტეტის მიერ მათი მასპინძლობის ორგანიზება ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურთან ერთად; - სტუდენტებთან და სტუდენტურ ორგანიზაციებთან დეკანის ურთიერთობის კოორდინაციის ხელშეწყობა; - დეკანის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების სამუშაო ვერსიების მომზადების ხელშეწყობა; - დეკანის სხვადასხვა წერილობითი მოხსენების ტექსტის მომზადების ხელშეწყობა; - ფაკულტეტის სტაჟირების პროგრამაში ჩართული სტუდენტების კოორდინაცია; - ტუტორიუმის პროგრამის შემუშავება, ხელმძღვანელობა, ტუტორთა ჯგუფის მომზადება; - სხვა შესაბამისი ამოცანის შესრულება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა: - განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; - CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; - უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი; - პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი; - კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის - დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 19 ოქტომბრიდან 2026 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - “იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი სპეციალისტის 1 (ერთი ერთეული) შტატგარეშე პოზიცია”.

ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი სპეციალისტის 1 (ერთი ერთეული) შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა