გაყიდვების მენეჯერი
შპს "ცაგო 2001" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (საკვები პროდუქტების მიმართულებით) პოზიციაზე.
აღწერილობა:
საკვები პროდუქტების და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი, მზარდი კომპანია ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ პიროვნებას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საქართველოში წარმოებული, მაღალი ხარისხის პროდუქტის რეალიზებაზე და გასაღების ბაზრის ზრდაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება და მოზიდვა (მარკეტები, რესტორნები, ბარები და ა.შ.);
** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
** პროდუქციის პრეზენტაცია და დეგუსტაციების ორგანიზება;
** შეკვეთების აღრიცხვა, ხელშეკრულებების გაფორმება და გადახდების კონტროლი;
** გაყიდვების გეგმის შესრულების კონტროლი და შესაბამისი რეპორტინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია კვების პროდუქტების მიმართულებით);
** კომუნიკაცია/დარწმუნების ძლიერი უნარი;
** ენერგიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მართვის მოწმობისა და საკუთარი ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად.
პირობები:
** კონკურენტული ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები გაყიდვებიდან (ანაზღაურება ისევე როგორც ბონუსის ოდენობა და პრინციპი, მოლაპარაკების საფუძველზე);
** კარიერული განვითარება: პროდუქციის რეალიზაციის ზრდის საფუძველზე, გაყიდვების გუნდის ჩამოყალიბება/გაფართოებისა და მართვის შესაძლებლობა;
** მეგობრული გარემო: მოქნილი სამუშაო გრაფიკი - ნაწილობრივ დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობით; ლოიალური დასვენება/შვებულების პოლიტიკა;
ლოკაცია: ქ. გარდაბანი, ბოტანიკის დასახლება
Cv და სამოტივაციო წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ ელ. მისამართზე:
დეტალებისთვის დაუკავშირდით: დავით ცაგურია
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.