9778 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

KAPS35AW გამოქვეყნდა 23 ოქტ 21 ნახვა

შეკვეთების დამუშავების ოპერატორი

PepsiCo გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1700 / თვეში +26% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,344 ₾ · 93 განცხადება ბოლო ვადა: 21 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოუერთდით ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს შეკვეთების დამუშავების ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის გადატვირთვაზე განცხადების მიღება
  • დოკუმენტაციის წარმოება პროდუქციის რეალიზაციასა და დაბრუნებაზე
  • ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება გადატვირთვის შესახებ, პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის გაფორმება კომპანიის ანგარიშგების პოლიტიკის, საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტებისა და კომპანიის კლიენტებთან არსებული სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით
  • საქართველოს შემოსავლების სამსახურის საიტზე ატვირთულ ზედნადებებსა და ა/ფაქტურებზე მონაცემების გაცვლა
  • სხვადასხვა დოკუმენტაციისა და ანგარიშების წარდგენა მოთხოვნისამებრ
  • სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ზომების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა

კანდიდატის პროფილი:

  • არასრული უმაღლესი ან სრული პროფესიული განათლება
  • სასურველია გამოცდილება მონაცემების დამუშავების ან პროგრამებში მუშაობის მიმართულებით
  • MS Office პროგრამების ცოდნა, სასურველია 1C
  • ქართული ენა თავისუფლად, ინგლისური ენა B1+;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • ცვლის გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა

რას გთავაზობთ?

  • ხელმძღვანელთა და გუნდის წევრთა მუდმივი მხარდაჭერა და განვითარება
  • კონკურენტული ანაზღაურებისა და ბენეფიტების პაკეტი:
  • ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება, 1700₾
  • სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა
  • 50%-იანი თანადაფინანსება შერჩეულ ბენეფიტზე
  • კეთილდღეობისა და work-life balance მხარდამჭერი პროგრამები
  • სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; 40 სთ კვირაში (8 სთ-იანი დღისა და ღამის ცვლები)
  • ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
  • კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე 20 ნოემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა