← ყველა ვაკანსია

KBDW4MYW გამოქვეყნდა 18 ნოე 12 ნახვა

გაყიდვებისა და იმპორტის ოპერაციების მენეჯერი

Anate Global Trade გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი გაყიდვები
₾2000 / თვეში შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 18 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 18 დეკ

ფორმა · განცხადებაში

ANATE GLOBAL TRADE — ჩინეთში რეგისტრირებული საერთაშორისო სავაჭრო კომპანია, რომელიც ახორციელებს დანადგარების, საწარმოო აღჭურვილობისა და სხვადასხვა პროდუქციის მოძიებასა და იმპორტს ჩინეთიდან საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს კლიენტებთან გაყიდვების პროცესის მართვას და საქართველოში პროდუქციის იმპორტის სრულ კოორდინაციას.

გაყიდვებისა და იმპორტის ოპერაციების მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის მიერ მოზიდულ კლიენტებთან კომუნიკაცია და გაყიდვების დასრულება;
  • პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კომერციული შეთავაზებების მომზადება;
  • კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეკვეთების გაფორმება;
  • ჩინეთის ოფისთან შეკვეთების კოორდინაცია;
  • გადაზიდვისა და საბაჟო დოკუმენტაციის კონტროლი;
  • საბაჟო ბროკერებთან თანამშრომლობა და განბაჟების პროცესის ორგანიზება;
  • საქართველოში ჩამოსული ტვირთების მიღებისა და შემოწმების ორგანიზება;
  • პროდუქციის კლიენტისთვის მიწოდებისა და ჩაბარების უზრუნველყოფა;
  • შეკვეთების მიმდინარეობის კონტროლი და ანგარიშგება.

მოთხოვნები

  • გაყიდვების გამოცდილება;
  • იმპორტის, ლოგისტიკის ან საბაჟო პროცედურების ცოდნა;
  • საბაჟო და სატრანსპორტო დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი;
  • კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
  • ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა — სასურველია;
  • დანადგარებისა და ტექნიკური პროდუქციის სფეროში გამოცდილება — უპირატესობა.

რას გთავაზობთ?

  • ფიქსირებულ ხელფასს — 2, 000 ლარი;
  • ყველა დასრულებულ გაყიდვებზე დამოკიდებულ ბონუსს
  • 3-თვიან გამოსაცდელ პერიოდს;
  • საერთაშორისო ვაჭრობისა და იმპორტის სფეროში პროფესიულ განვითარებას;
  • ჩინეთის მწარმოებლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • კარიერულ წინსვლას იმპორტისა და ოპერაციების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციამდე;
  • სამუშაო ადგილი: სამუშაო ფორმატი: საწყის ეტაპზე დისტანციური (Remote / Home Office), შემდგომში — ოფისიდან მუშაობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV და მოკლე ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა