მძღოლ / მომმარაგებელი
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-მომმარაგებლის პოზიციაზე.
ელპლუსი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 21 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს. ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/
სამუშაო ადგილი: ცვალებადი (ობიექტის შესაბამისად) სამუშაო განაკვეთი: სრული გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ ანაზღაურება: 1800 ლარი
ძირითადი მოვალეობები: - წინასწარ განსაზღვრული დღის გეგმა-გრაფიკის მიხედვით მოძრაობა; - გადასაზიდი საქონლის მითვლა სასაქონლო ზედნადების მიხედვით და სამონტაჟო ჯგუფთან ჩაბარება; - მანქანის ძარზე საქონლის დალაგება-განაწილება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მაქსიმალური დაცულობა და უსაფრთხოება (მაქს. დასაშვები წონა 30კგ); - მსუბუქი ფიზიკური სამუშაოების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის ჩატვირთვა-გადმოტვირთვასთან. - ავტო-მანქანის მოვლა-პატრონობა და სისუფთავე, საგზაო წესების დაცვა. - შეძენილი საქონლის ზედნადებების კონტროლი და მათი დროული მიწოდება ადმინისტრატორთან; - დღის ბოლოს, შესაბამის პროგრამაში, შესრულებული სამუშაოების ანგარიშის წარდგენა შესრულებული რეისების, მიწოდებებისა და პრობლემური შემთხვევების შესახებ. - უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გამოცდილება მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 1 წელი; - მართვის მოწმობა B1 კატეგორია
უნარ-ჩვევები: - დროის სწორი მართვის უნარი; - პრობლემის გადაჭრის უნარი; - ორგანიზების უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი;
გისურვებთ წარმატებას!
თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი: https://elplus.selfrecruit.ge/s/AOIQF
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.