დღის რეგისტრატორი
"წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" დაარსდა 1844 წელს და კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე სამკურნალო დაწესებულებაა. იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის არის სტრატეგიული ობიექტი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, მულტიპროფილური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი თანამედროვე ჰოსპიტალი.
"წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას დღის რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ჟვანიას ქ. N15
დასახელება: დღის რეგისტრატორი
სამუშაო საათები: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე. შაბათი, კვირა და კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეები - დასვენება. ანაზღაურება: 1500 ლარი (დარიცხული) ვაკანტური ადგილი: 1
სამუშაო გამოცდილება: პოზიციაზე განიხილებიან როგორც გამოცდილი, ასევე კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი კანდიდატები.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ გარემოს;
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- თანამედროვე ელექტრონული სისტემებითა და პროგრამებით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
ძირითადი მოვალეობები:
- ჰოსპიტალში შემოსული პაციენტის მიღება, პროგრამაში და ჯანდაცვის პორტალზე რეგისტრირება;
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება, პაციენტის ბარათის გახსნა/რედაქტირება და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
- მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
- სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა;
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისა და ჰოსპიტლის მენეჯერის მითითებების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან/და სტუდენტის აქტიური სტატუსი;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- სასურველია მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული;
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.