მექანიკური სისტემების სერვის ინჟინერი - HVAC
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ მექანიკური სისტემების სერვის ინჟინერს (HVAC) და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- საცხოვრებელ კომპლექსებში არსებული HVAC სისტემების გეგმიური ტექნიკური მომსახურება, მონიტორინგი და გამართული მუშაობის კონტროლი;
- ჩილერების, ფანკოილების, VRF/VRV სისტემების, საქვაბე დანადგარების, სავენტილაციო აგრეგატებისა (AHU) და გამწოვი ვენტილატორების ტექნიკური მომსახურება და გამართვა;
- მექანიკური სისტემების კომპონენტების, მათ შორის მილსადენების, ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურის, საცირკულაციო ტუმბოებისა და ფილტრების შემოწმება, გაწმენდა და საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული ნაწილების შეცვლა;
- სახანძრო ვენტილაციის სისტემების პერიოდული ტესტირება და მათი გამართული ფუნქციონირების კონტროლი;
- მექანიკურ სისტემებში წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზებისა და ავარიული დაზიანებების დროული დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;
- შესრულებული სამუშაოების, ტექნიკური შემოწმებებისა და გამოყენებული მასალების აღრიცხვა კომპანიის შიდა CRM/რეპორტინგის სისტემაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება მექანიკური ინჟინერიის ან მომიჯნავე ტექნიკური მიმართულებით;
- HVAC სისტემების მონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების მიმართულებით მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
- თანამედროვე HVAC დანადგარების (ჩილერები, VRF/VRV სისტემები, საქვაბე დანადგარები და სავენტილაციო აგრეგატები) მუშაობის პრინციპებისა და ტექნიკური მომსახურების პრაქტიკული ცოდნა;
- მექანიკური სისტემების საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური სქემების წაკითხვის უნარი;
- შრომის უსაფრთხოებისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით:
https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.