უძრავი ქონების აგენტი/რეალტორი
უძრავი ქონების სააგენტო "X Group" ეძებს მეგობრულ, კომუნიკაბელურ და შრომისმოყვარე კანდიდატებს უძრავი ქონების აგენტის (რეალტორის) პოზიციაზე.
თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ხართ აქტიური და მოტივირებული, გსურთ პროფესიული განვითარება და ისეთი შემოსავლის მიღება, რომელიც თქვენს შედეგებზეა დამოკიდებული, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: 11:00-19:00 საათი;
- დასვენების დღეები: თვეში ორჯერ — შაბათი და კვირა, ხოლო თვეში ორჯერ — მხოლოდ კვირა;
- ანაზღაურება: გამომუშავების მიხედვით — 1 500 ლარიდან.
ძირითადი მოთხოვნები
- სამუშაო გამოცდილება მომსახურების ან გაყიდვების სფეროში სავალდებულო არ არის;
- უცხო ენის (ინგლისური ან სხვა ენის) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები
- კლიენტებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმართვა;
- კლიენტებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა;
- შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
- უძრავი ქონების განცხადებების განთავსება შესაბამის ვებ-გვერდებზე;
- შემოსულ სატელეფონო ზარებსა და ელექტრონულ წერილებზე პასუხი;
- რეპორტინგი.
რას გთავაზობთ?
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- Fitpass-ს;
- დაზღვევას;
- ანაზღაურების საბანკო ბარათზე ჩარიცხვას.
სამუშაოსთვის საჭირო რესურსები კომპანიისგან
- კორპორაციული ნომერი;
- ულიმიტო სასაუბრო დრო;
- ბალანსი სამუშაო ვებ-გვერდებზე განცხადებების განსათავსებლად;
- ლეპტოპი;
- სამუშაო პროცესისა და პროფესიული უნარების ადგილზე საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV (რეზიუმე) ელექტრონული ფოსტით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე.
ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ Viber-სა და WhatsApp-ში.
მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ. №47.
შემოგვიერთდით X Group-ის გუნდში და შექმენით წარმატებული კარიერა უძრავი ქონების სფეროში!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.