ადმინისტრატორი
საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi/ბესთ უესტერნ პლას ბათუმი", რომელიც 2024 წლის გაზაფხულს გაიხსნა, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი)
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება; ** ჯავშნების მიღება ტელეფონით და ელფოსტით; ** ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და booking.com-ზე; ** სტუმრების სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული წერილების მიღება - პასუხი და კონტროლი; ** სტუმართან ანგარიშსწორების განხორციელება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სასტუმროს ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისურ ენაზე გამართულად საუბარი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** ღამის საათებში მუშაობის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** დამოუკიდებლად განსჯისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ადმინისტრატორი".
დავუკავშირდებით მხოლოდ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებს, განაცხადების გადახედვის შემდგომ.
გისურვებთ წარმატებას!