9099 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

KDYZWXX9 გამოქვეყნდა 29 სექ 15 ნახვა

AutoBidMaster

AutoBidMaster

ლოგისტიკის კოორდინატორი

AutoBidMaster გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 30 ოქტ

"AutoBidMaster" — 17-წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს აშშ-ის ავტო აუქციონებზე ავტომობილების შეძენასა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტრანსპორტირებაში ეხმარება.

როგორც ლოგისტიკის კოორდინატორი, თქვენ იქნებით მთავარი დამაკავშირებელი რგოლი საზღვაო ხაზებს, ტერმინალსა და ჩვენს მომხმარებლებს შორის. თუ ხართ ორგანიზებული, ფლობთ რუსულ და ინგლისურ ენებს და გირჩევნიათ საოფისე და გარე სამუშაოების კომბინაცია, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა თქვენთვის!

სამუშაო პირობები:

  • ფორმატი: სრული განაკვეთი.
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-17:00), შაბათი (10:00-15:00).

რას გააკეთებთ:

  • გადამზიდავ ხაზებთან (Shipping lines) კომუნიკაცია, ნებართვების აღება და კონტეინერების გახსნის დაგეგმვა.
  • შემომავალი ტვირთის ყოველდღიური კონტროლი და კლიენტებისთვის გადმოტვირთვის თარიღის შეტყობინება.
  • კლიენტებისთვის ავტომობილის გადაცემის კოორდინირება და ტერმინალის მოსაკრებლების გადახდაში დახმარება.
  • სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და მანქანის საბუთების (Title) მიღება, შემოწმება და კლიენტებისთვის გადაცემა ან ფოსტით გაგზავნა.
  • კონტეინერების გახსნასა და გადმოტვირთვაზე ფიზიკურად დასწრება (ტერმინალზე) და ავტომობილების ფოტოგადაღება.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • ენები: რუსული (სასაუბრო B1-B2) და ინგლისური (სამუშაო/საბაზისო დონე B1).
  • ლოგისტიკის, საწყობის ან ტრანსპორტირების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
  • კომპიუტერულ პროგრამებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობის კარგი უნარი.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, პუნქტუალურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • გამოცდილებაზე დაფუძნებულ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
  • საერთაშორისო გუნდთან (აშშ/ევროპა) მუშაობის გამოცდილებას.
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს.

ვაკანსიაზე განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ, გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე: https://autobidmaster.bamboohr.com/careers/152?source=aWQ9MzI%3D

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
AutoBidMaster
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა