9,032 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

KEY031Z0 გამოქვეყნდა 17 სექ 11 ნახვა

ლიონ ავტო

ლიონ ავტო

ადმინისტრატორი

ლიონ ავტო გარე განცხადება
ქუთაისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 18 ოქტ

"Lion Auto Kutaisi" არის ქუთაისში მდებარე თანამედროვე ავტობაზრობა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილების განთავსებისა და გაყიდვის ორგანიზებულ მომსახურებას.

ავტობაზრობის ტერიტორიაზე შექმნილია მოწესრიგებული და კომფორტული გარემო როგორც ავტომობილის მფლობელებისთვის, ისე ავტომობილის შემსყიდველი მომხმარებლებისთვის.

"Lion Auto Kutaisi"-ის მომსახურებები მოიცავს ავტომობილების მიღებასა და განთავსებას, გასაღებების შენახვას, ავტომობილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და სარეკლამო მხარდაჭერას, ასევე გაყიდვის პროცესის ხელშეწყობას.

ვაკანსია: ადმინისტრატორი სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ნიკეა, რეზო ჭეიშვილის N22

ძირითადი მოვალეობები:

  • ავტომობილის მიღებისა და გასვლის პროცესის გაფორმება;
  • მომხმარებლების კონსულტაცია;
  • ავტობაზრობის მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ავტომობილის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
  • მომხმარებლებისთვის სარეკლამო და გაყიდვის მომსახურებების შეთავაზება;
  • ავტომობილის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიღება და სისტემაში დაფიქსირება;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების შესაბამისი მომსახურების შეთავაზება;
  • ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მომხმარებელთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია;
  • ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
  • ავტომობილების სფეროსადმი ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.

სამუშაო პირობები: სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განიხილება გასაუბრების ეტაპზე.

როგორ გამოაგზავნოთ CV

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე.

ელფოსტაში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია: "ადმინისტრატორი".

საკონტაქტო ინფორმაცია

Lion Auto Kutaisi

ქუთაისი, ნიკეა, რეზო ჭეიშვილის N22

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ლიონ ავტო
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა