9769 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

KEY05VKF გამოქვეყნდა 5 ოქტ 36 ნახვა

პროდუქციის შემგროვებელი - დროებითი

Super გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1200 / თვეში ბოლო ვადა: 6 ნოე

"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

"სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://superstore.ge/

მიმდინარედ "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრებს ელექტრონული მაღაზიისთვის, დროებითი პროდუქციის შემგროვებლის პოზიციაზე ვეძებთ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ვაკანსია არის დროებითი და გულისხმობს თანამშრომლობას იანვრის პირველი ნახევრის ჩათვლით.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

  • დასაქმების ფორმა: დროებითი, 3 თვიანი ხელშეკრულება (იანვრის პირველი ნახევრის ჩათვლით)
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი
  • ხელფასი თვეში: 1200 ლარი
  • დამატებითი ანაზღაურება/ბონუსი: 500 ლარი (გაიცემა სრული 3 თვე მუშაობის შემთხვევაში)

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ყოველთვიური ხელფასი არის 1200 ლარი, სრული სამი თვე მუშაობის შემთხვევაში, ბოლო თვეს კუთვნილ ანაზღაურებასთან ერთად დაგერიცხებათ ბონუსი, ფიქსირებული 500 ლარი.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი დასვენების დრო: კვირაში 2 დღე სამუშაო გრაფიკი: ერთცვლიანი (09:00-18:00, 1 საათი შესვენება)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ელექტრონული შეკვეთების სიზუსტით შეგროვება, შესაბამისი წესით შეფუთვა, გასაგზავნად გამზადება;
  • გამზადებული შეკვეთების საკურიერო კომპანიისთვის გადაცემა, პროგრამული ასახვა;
  • საწყობში სტენდებზე პროდუქციის მარაგების შევსება/აღწერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია, იდენტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);
  • გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება და სასურველი ფილიალი) ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ბმულზე: https://forms.gle/6vt3HJoZUiCuMm9m6

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 3 (სამი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.

"სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა