ბარისტა
"Brim Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.
სასტუმრო მოიცავს: 52 ნომერს, რესტორანსა და საკონფერენციო სივრცეს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მალხაზ აბდუშელიშვილის 12-14 (ავლაბარი)
ძირითადი მოვალეობები:
** ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და სერვირება;
** მენიუს დეტალური ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში, სტუმრისთვის გაცნობა;
** ბარის მოწესრიგება;
** ინვენტარიზაციის ჩატარება;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ანაზღაურება და პირობები:
** 900 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი გაყიდვებიდან;
** პროფესიული ტრენინგები;
** კვება;
** უნიფორმა.
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სრული განაკვეთი - 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი (1 საათი შესვენება).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით.
სასტუმრო "Brim Tbilisi" გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.