ედვერთაიზერი
ჩვენს შესახებ უბნის მოლი ამბარი აერთიანებს საკვების და საყოფაცხოვრებო მიმართულებებს ამჟამად წარმოდგენილია 45 ფილიალით საქართველოს მასშტაბით და სწრაფი გაფართოების ეტაპზეა
ჩვენ ვართ განვითარების ეტაპზე მყოფი, მზარდი კომპანია, რომელიც აძლიერებს სტრუქტურას და ქმნის სტაბილურ სამუშაო გარემოს.
ამბარი აცხადებს ვაკანსიას ედვერთაიზერის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 ან 10:00-19:00 სთ-მდე) სამუშაო ადგილი და ფორმატი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას #64ა
ანაზღაურება: მოლაპარაკების საფუძველზე ფუნქცია-მოვალეობები: - სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და მართვა Facebook/Instagram-ისა და TikTok-ის პლატფორმებზე; - Ambari-ს ყოველკვირეული, სეზონური და სპეციალური შეთავაზებების სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა; - სხვადასხვა ფილიალისა და ლოკაციის მიხედვით სარეკლამო აქტივობების მორგება; - სარეკლამო კამპანიების სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და ტარგეტირება; - სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვა, განაწილება და ეფექტიანობის მონიტორინგი; - სარეკლამო კამპანიების შედეგების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში მათი ოპტიმიზაცია; - მარკეტინგის გუნდთან (დიზაინერი, კონტენტის კრეატორი, სოც. მედია) თანამშრომლობა და სარეკლამო მასალების მომზადების პროცესის კოორდინაცია; - სარეკლამო კამპანიებისთვის მასალების მომზადების პროცესში შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობა; - ახალი სარეკლამო შესაძლებლობების, ფორმატებისა და ინსტრუმენტების მოძიება და ტესტირება; - სარეკლამო აქტივობების შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება
ძირითადი მოთხოვნები: - მინიმუმ 2-3 წელი Meta Ads Manager-სა და TikTok Ads-ში (რითეილში ან E-commerce-ში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); - მსხვილი სარეკლამო ბიუჯეტების ეფექტიანად მართვისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება; - რეკლამის აწყობა თავიდან ბოლომდე (Meta & TikTok Ads), ლოკაციური ტარგეტირება ფილიალების მიხედვით (Geo-targeting), სარეკლამო ვიზუალების ტესტირება (A/B testing), საიტის მომხმარებლების ხელახალი მოზიდვა (Retargeting) და შედეგების სიღრმისეული ანალიზი; - რითეილის სწრაფ ტემპში ეფექტურად ადაპტაციის უნარი (ყოველკვირეული/სეზონური აქციები), დიზაინერებისა და კრეატორებისთვის მკაფიო დავალებების (ბრიფების) მიცემა/კოორდინაცია და მუდმივი ორიენტირებულობა რეალურ გაყიდვებსა თუ მაღაზიებში მომხმარებელთა ნაკადის გაზრდაზე.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://ambarigroup.selfrecruit.ge/s/Fdef8z
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.