დამლაგებელი
შპს "მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.
მისამართი: ქ.თბილისი, პ.ქავთარაძის N46
პოზიციის მოკლე აღწერილობა:
- დამლაგებელი უზრუნველყოფს კომპანიის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვას
- დამლაგებელი ექვემდებარება სამეურნეო განყოფილების უფროსს და ყველა მის ზემდგომ თანამდებობის პირს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.
- გადაწყვეტილებას მისი თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ იღებს კომპანიის დირექტორი.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დამლაგებლის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- უნდა იყოს მოწესრიგებული, ენერგიული და პასუხისმგებლობიანი.
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00-მდე
შესრულებული სამუშაოსთვის დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება, რომლის ოდენობაც შეადგენს თვეში 1 100 ლარს, რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
ხელშეკრულება დაიდება გამოსაცდელი ვადით, რაც შეადგენს 2 თვეს. დამსაქმებელი დამატებით უზრუნველყოფს დასაქმებულს ჯანმრთელობის დაზღვევით შრომითი ურთიერთობის განმავლობაში.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.