ადმინისტრატორი
სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც მდებარეობს ვაკეში, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი: ნახევარი განაკვეთი
მოვალეობები:
- კლინიკაში პაციენტების მიღება და გაცილება
- პაციენტის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება პროცედურების მიხედვით
- ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელ-ფოსტით
- მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია
- სადაზღვევო კომპანიებთან კომუნიკაცია
- შემოსული სატელეფონო ზარების, ელ. ფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება
- კლინიკის პროცედურების და სტანდარტების ცოდნა
- ექიმებთან და სხვა პერსონალთან კომუნიკაცია.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კლიენტებთან მომსახურების ან ადმინისტრაციულ სფეროში (სტომატოლოგიურ ან სამედიცინო დაწესებულებაში) გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება
- რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბარი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
პიროვნული თვისებები:
- მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა
- კომუნიკაბელურობა
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
- მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
- ანაზღაურება: 1000 ლარი
თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.