უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი
ავარდ რეალ ისთეით აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის პოზიციაზე
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- გამართული მეტყველების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- პუნქტუალურობა, დისციპლინა;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
სასურველია:
- ინგლისური, რუსული ან რომელიმე უცხო ენის მაღალ სასაუბრო ენაზე ცოდნა;
- უმაღლესი განათლების, ბაკალავრის დიპლომი.
მოვალეობა:
- უძრავი ქონების შეთავაზება პოტენციური კლიენტისთვის, ქონების დეტალური გაცნობა და გაყიდვის შესრულება.
- უძრავი ქონების მეპატრონესა და დაინტერესებულ პირს შორის მოლაპარაკების წარმოება, უძრავი ქონების რეალიზება (გაყიდვა/გაქირავება).
ჩვენ გთავაზობთ:
- საქმის ადგილზე შესწავლას უმოკლეს დროში, რაც სამუშაოს ათვისების პერიოდშიც საშუალებას მოგცემთ პროფესიონალების დახმარებით საქმე შეასრულოთ პირველივე სამუშაო თვეში;
- ულიმიტო სასაუბრო დროს ტელეფონის ნომერზე;
- უძრავი ქონების საიტებზე ფასიანი განცხადებების საფასურის დაფარვას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- დამატებით ბონუსებს საუკეთესო თანამშრომლებს.
ანაზღაურება: აგენტის მიერ გაყიდული უძრავი ქონების სრული საკომისიოს 50%.
კვირაში 6 სამუშაო დღე: ორშაბათი-პარასკევი 11:00-დან 19:00-მდე; შაბათი 12:00-დან 18:00 საათამდე; (1 საათი შესვენება).
დამატებით დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ან გამოგვიგზავნეთ CV მითითებულ ნომერზე Whatsapp-ში, ან მეილზე. მისამართი: ბერბუკის 7, (სპორტის სასახლესთან, ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროს უკან).
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.