მომსახურების თანამშრომელი/ბელბოი
სასტუმრო GLARROS Hotel Tbilisi, რომელიც თბილისის ცენტრში, ავლაბარში მდებარეობს, აცხადებს ვაკანსიას ბარგის მომსახურების თანამშრომლის (ბელბოის) პოზიციაზე. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია თანამშრომლებისთვის კეთილგანწყობილი, სტაბილური და პროფესიული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენთან დაგხვდებათ თანამშრომლობაზე დაფუძნებული გუნდი და შესაძლებლობა, გახდეთ სასტუმროს ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- სტუმრების დახვედრა და გაცილება
- სტუმრების ბარგის ოთახამდე მიტანა
- სტუმრების დახმარება საჭიროების შემთხვევაში
- სტუმრების მოთხოვნებზე დროული რეაგირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია, მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება და მოწესრიგებულობა.
- კომუნიკაბელურობა და სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღებიანობა
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: კოტე აფხაზის ქ.15
- სამუშაო გრაფიკი: ყოველ 3 დღეში ერთხელ 24-საათიანი ცვლა
- ანაზღაურება: 1000 ლარი
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდეთ. მადლობა, რომ დაინტერესდით GLARROS Hotel Tbilisi-ით. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი გუნდის წევრი გახდებით. თუ იცნობთ ადამიანს, ვისთვისაც აღნიშნული პოზიცია საინტერესო იქნება, გთხოვთ, გაუზიაროთ ჩვენი ვაკანსია.