ტუროპერატორი B2B და B2C გაყიდვების მიმართულებით
ტურისტული კომპანია "Merry Tours and Co." აცხადებს ვაკანსიას ტუროპერატორის პოზიციაზე, თბილისში და ბათუმში B2B და B2C გაყიდვების მიმართულებით.
ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება როგორც ტურისტულ სააგენტოებთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაში, ისე ინდივიდუალურ მომხმარებლებთან მუშაობასა და გაყიდვების ზრდაში.
ძირითადი მოვალეობები:
- B2B და B2C გაყიდვების პროცესის მართვა და განვითარება;
- ტურისტულ სააგენტოებთან აქტიური კომუნიკაცია და საქმიანი ურთიერთობების დამყარება;
- ახალი პარტნიორების მოძიება და არსებული პარტნიორული ქსელის გაფართოება;
- ტურისტული პაკეტებისა და შეთავაზებების გაყიდვა;
- ინდივიდუალური მომხმარებლების კონსულტირება და მათი საჭიროებების შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
- ჯავშნების მართვა და გაყიდვების პროცესის კოორდინაცია;
- გაყიდვების გეგმების შესრულება და დასახული მიზნების მიღწევა;
- ბაზრისა და კონკურენტების შეთავაზებების ანალიზი;
- მომხმარებლებთან და პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- B2B და B2C გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა; დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ორგანიზებულობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და გაყიდვებზე მიბმულ ბონუსურ სისტემას;
- ტურიზმის სფეროში საინტერესო და დინამიკურ სამუშაო პროცესს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.