7851 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

KJ82XBFR გამოქვეყნდა 28 აგვ 12 ნახვა

მექანიკოსი

ნუტრიმაქსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
₾2000 / თვეში ბოლო ვადა:

ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge

კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ზემო ფონიჭალა; ანაზღაურება - 2 000 ლარი + ბონუსი სამუშაო გრაფიკი - 6 სამუშაო დღე კვირაში (ორშაბათი - ოთხშაბათი 09:00-18:00, პარასკევი - შაბათი 09:00-18:00, ხუთშაბათი 09:00-16:00); დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან და რუსთავიდან); კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა;

ძირითადი მოვალეობები: - საწარმოს მექანიკური მოწყობილობების და აღჭურვილობების პროფილაქტიკური ტექნიკური მომსახურების და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება წარმოების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად; - მექანიკური მოწყობილობების ცვეთის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება; - სამუშაო ინსტრუმენტების, ხელსაწყოების და აღჭურვილობის მოვლა, უსაფრთხო და ფუნქციონალურ მდგომარეობაში მათი შენარჩუნება; - სიმაღლეზე მექანიკური სამუშაოების განხორციელება შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით. - მოწყობილობების და დანადგარები ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი „GoAudit”-ის პროცედურების მიხედვით. - შესრულებული სარემონტო სამუშაოების დაფიქსირება და გახარჯული სარემონტო მასალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის. - უშუალო ხელმძღვანელის მითითებით საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება; - მექანიკური სამუშაოების შესრულება შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით.

ძირითადი მოთხოვნები: - განათლება: ზოგადი ტექნიკური ან პროფესიული - სამუშაო გამოცდილება: სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 3 წელი;

უნარ-ჩვევები: - სხვადასხვა სირთულის მექანიკური სამუშაოების შესრულების უნარი; - მექანიკური და ელექტრო-მექანიკური სამუშაო ინსტრუმენტების, ხელსაწყოების და აღჭურვილობის ძირითადი ტექნიკური პარამეტრების ცოდნა და მათი უსაფრთხოდ გამოყენების წესები; - სიმაღლეზე მექანიკური სამუშაოების შესრულები უნარი; - საწარმოებში არსებული დანადგარების და მოწყობილობების მექანიკური ნაწილის მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები: - მინიმალური საშემდუღებლო სამუშაოების წარმოების ცოდნა; - კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - Microsoft Word, Excel, Outlook; - სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს საწარმოს მიმდებარე ლოკაციაზე (ორთაჭალა, ისანი, ვარკეთილი, ფონიჭალა, რუსთავი, თელეთი და ა.შ).

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის და განაცხადის გასაკეთებლად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://nutrimax.selfrecruit.ge/s/o5pnx ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობი გათვალისწინებული წესის შესაბამისად. გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ნუტრიმაქსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა