8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

KJBR1HJW გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

კორპორატიული ბანკირი

ბანკი ქართუ გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული ბანკირის პოზიციაზე კორპორატიული ბიზნესის მომსახურების განყოფილებაში.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ფუნქციები და მოვალეობები:

** ახალი პოტენციური კლიენტების მოზიდვა, საბანკო პროდუქტების (როგორც საოპერაციო, ასევე საკრედიტო) შეთავაზება; ** კორპორატიული კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა და პირველადი ინფორმაციის მოძიება; ** ანალიტიკოსთან ერთად კლიენტის განაცხადის საფუძველზე პროექტის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე განსახილველად; ** სესხის გაცემისთვის სრულყოფილი დოკუმენტაციის მომზადება და სესხის გაცემის დადგენილი პროცედურების უზრუნველყოფა; ** კლიენტების მოთხოვნის საფუძველზე მათი ბანკის არსებული საოპერაციო პროდუქტების სრული პაკეტით უზრუნველყოფა; ** კლიენტის დახმარება საბანკო მომსახურებისას წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის მოგვარების მიზნით; ** არასტანდარტულ მოთხოვნებზე დროული რეაგირება და შესაბამისი კომუნიკაცია; ** საკუთარი პორტფელის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება (საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით); ** საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება დაკრედიტების/გაყიდვების მიმართულებით; ** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა, ბიზნეს კომუნიკაციის წარმოების უნარი; ** ქართული ენის სრულყოფილად, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური უნარები); ** ეროვნული ბანკის რეგულაციების ცოდნა.

თვისებები:

სავალდებულო

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დროის ეფექტური მენეჯმენტი, ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; ** ინიციატივიანობა, კრეატიულობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე; ** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/qyC3

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბანკი ქართუ
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის