8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

KJDMWF8A გამოქვეყნდა 2 სექ 3 ნახვა

FRS იმპლემენტაციის და ავტომატიზაციის ოფიცერი

კრედო ბანკი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - FRS იმპლემენტაციის და ავტომატიზაციის ოფიცერი,

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი პოზიცია:IFRS იმპლემენტაციის და ავტომატიზაციის ოფიცერი სამუშაო ადგილი: თბილისი

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.

საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია. #ჩვენვქმნითშესაძლებლობებს #ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ: - პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს; - სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს; - პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს; - კორპორატიულ ღონისძიებებს; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

ძირითადი ფუნქცია: - ფინანსური და ეროვნული ბანკის რეპორტების ავტომატიზაცია, რეპორტებში ცვლილებების საჭიროებისას ტესტირებაში მონაწილეობის მიღება; - IFRS-ში შესული ცვლილებების და ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი სიახლეების განხილვა, ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია და ანგარიშგების ფორმების განახლებულ რეგულაციებთან მოყვანაში მონაწილეობა; - არაგეგმიური დავალებების განხილვა IFRS იმპლემენტაციის და ავტომატიზაციის განყოფილების უფროსთან და მოთხოვნილ დროში გაგზავნის უზრუნველყოფა; - აუდირების პროცესში ჩართულობა შესაბამისი პასუხისმგებლობის ფარგლებში; - საჭიროებიდან გამომდინარე სხვა სათანადო დავალებების შესრულება.

ცოდნა,კვალიფიკაცია,უნარები - უმაღლესი განათლება ფინანსებში ან დამამთავრებელ კურსზე ყოფნა; - ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა; - ძლიერი ანალიტიკური აზროვნება; - დეტალებზე ორიენტირებული; - კომპიუტერული უნარების ფლობა, მათ შორის Microsoft Word, Excelდა Power Bi; - Excel-ის უმაღლეს დონეზე ფლობა, მათ შორის მონაცემთა ანალიზის საშუალებების (შემაჯამებელი ცხრილები, ფილტრები, ფინანსური ფორმულები და ა.შ.) ცოდნა; - ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა(ბალანსი, საშემოსავლო უწყისი, ფულადი სახსრების უწყისი, ფინანსური მაჩვენებლები); - დავალებათა სიმრავლისთვის თავის გართმევისა უნარი; - დავალებების გაწერილ ვადებში დასრულების და კომპლექსური ვადების გრაფიკის დაცვის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 15 სექტემბერი

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კრედო ბანკი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის