ინჟინერი
სამშენებლო კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობის სფეროა: ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობები. სამუშაო ადგილი: საქართველო სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ., ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
მოვალეობები: - ამშენებლო-საინჟინრო პროცესების უშუალო მართვა და ზედამხედველობა ობიექტზე; - სამუშაოების შესრულება პროექტის, ტექნიკური რეგლამენტებისა და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით; - შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და მოცულობების კონტროლი; - ყოველდღიური/ყოველკვირეული საინჟინრო დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება (ფარული სამუშაოების აქტები, ჟურნალები და ა.შ.); - პროექტის მენეჯერთან, სამუშაოთა მწარმოებელთან (პრორაბთან) და ქვეკონტრაქტორებთან აქტიური თანამშრომლობა; - ობიექტზე საჭირო მასალებისა და რესურსების მოცულობების დათვლა და შესყიდვების გუნდისთვის მოთხოვნის მომზადება.
უნარ-ჩვევები: - ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარი - ცვალებად სამშენებლო გარემოში მუშაობის უნარი - ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი - სწრაფად სწავლისა და ინიციატივის გამოხატვის უნარი - დეტალებზე ორიენტირებულობა;
მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება სამშენებლო/ საინჟინრო მიმართულებით - მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საგზაო ან ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში - გზის მშენებლობის ტექნოლოგიების ცოდნა - ტექნიკური ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის კარგად წაკითხვის უნარი - MS Office პროგრამების ცოდნა - AutoCAD, ArchiCAD პროგრამების ცოდნა (საბაზისო) - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტაცია
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 28 აგვისტომდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: i.murjikneli@ss.com.ge
გთხოვთ, წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.