მარკეტინგის მენეჯერი
ვეძებთ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც, რითეილის მიმართულებით ჩვენს გუნდს შეუერთდება
ფუნქცია-მოვალეობები:
- მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება კომპანიის მიზნების შესაბამისად
- სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, კოორდინაცია და შედეგების ანალიზი რითეილის სპეციფიკის გათვალისწინებით
- ბრენდის იმიჯის განვითარება და გაძლიერება
- ციფრული მარკეტინგის წარმართვა (სოციალური მედია, ელ-ფოსტა და სხვა არხები)
- რითეილ ბაზარზე კონკურენტული გარემოსა და ტენდენციების მონიტორინგი და ანალიზი
- მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, კონტროლი და ოპტიმიზაცია
- შიდა გუნდებთან (გაყიდვები, ოპერაციები, კატეგორია, მაღაზიები) და გარე პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა
- მარკეტინგული KPI-ების მონიტორინგი და მენეჯმენტისთვის ანგარიშების მომზადება
კანდიდატისგან ველოდებით:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში
- მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 5 წლის გამოცდილება, სასურველია რითეილის სექტორში
- ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტებისა და პლატფორმების ცოდნა
- კამპანიების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება
- ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- კომუნიკაციისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები
- ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობაა)
- გუნდში მუშაობისა და რამდენიმე პროექტის პარალელურად წარმართვის უნარი
რას გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- შედეგებზე დაფუძნებულ ბონუს სისტემას
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
- ინოვაციურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
- სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე. წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მარკეტინგის მენეჯერი".
CV-ის გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ წარდგენილი ინფორმაცია დასაქმების პროცედურების წარმართვის მიზნით. მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე მესამე მხარეს არ გადაეცემა.
გმადლობთ ინტერესისთვის და გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.