8689 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

KNVMCR8Q გამოქვეყნდა 27 აგვ 25 ნახვა

კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება

კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება

დღის ცენტრის ფსიქოლოგი

კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ა(ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს ვაკანსიას დღის ცენტრის ფსიქოლოგის პოზიციაზე. თუ გსურთ იმუშაოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და პირებთან, იყოთ მულტიდისციპლინური გუნდის წევრი და მონაწილეობა მიიღოთ მათ განვითარებასა და მხარდაჭერაში, შემოგვიერთდით.

ძირითადი მოვალეობები: - ბენეფიციართა პირველადი ფსიქოლოგიური შეფასება და საჭიროებების იდენტიფიცირება - ინდივიდუალური მომსახურების/განვითარების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა - ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის წარმართვა ბენეფიციარებთან - ბენეფიციართა პროგრესის მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება - მშობლებისა და კანონიერი წარმომადგენლებისთვის კონსულტაციის გაწევა საჭიროების შემთხვევაში - მულტიდისციპლინურ გუნდთან აქტიური თანამშრომლობა (გაძლიერება და მონიტორინგი) - ბენეფიციართა შეფასება-გადაფასების პროცესში მონაწილეობა - ყოველთვიური ანგარიშებისა და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით - ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად - ფსიქოლოგიური შეფასებისა და ინტერვენციის მეთოდების ცოდნა - MS Office-ის საბაზისო ცოდნა

პიროვნული თვისებები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი - ემპათიურობა და პროფესიული ეთიკის დაცვა - ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი - პროფესიული განვითარების სურვილი

სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სამუშაო ადგილი: თბილისი ანაზღაურება: გამოცდილების გათვალისწინებით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: სათაურის ველში მიუთითეთ: „დღის ცენტრის ფსიქოლოგი”

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის