8645 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

KP1TAGE4 გამოქვეყნდა 28 სექ 12 ნახვა

ნიტე დეველოპმენტი

ნიტე დეველოპმენტი

კომერციული დირექტორი

ნიტე დეველოპმენტი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 29 ოქტ

დეველოპერული კომპანია შპს "ნიტე დეველოპმენტი" (Nite Development) აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე ბათუმში.

"Nite Development" არის დინამიკურად განვითარებადი დეველოპერული კომპანია, რომელიც ახორციელებს სამშენებლო პროექტებს ბათუმის რეგიონში. ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი გადატანილია მიმდინარე პროექტზე — "Nite Residence" ჩაქვი. კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებულ რეალიზაციას და კომერციული საქმიანობის სტრატეგიულ მართვას.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ N 29

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სტრატეგიული მართვა: კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება და შესრულების მენეჯმენტი; ბაზრის პოტენციალის, ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისა და პარტნიორობების იდენტიფიცირება;
  • გაყიდვების სისტემების მართვა: გაყიდვების პროცესების მუდმივი მონიტორინგი, მათი ოპტიმიზაცია და CRM სისტემების ეფექტიანი გამოყენება გაყიდვების ზრდისთვის;
  • მარკეტინგის მართვა და განვითარება: მარკეტინგული გუნდის ფორმირება (აყვანა), მათ შორის გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის (Head of Sales) შერჩევა, აყვანა და ხელმძღვანელობა. მათთან მჭიდრო თანამშრომლობა, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და ბრენდის ეფექტიანი პოზიციონირება ბაზარზე;
  • კონტროლი და ოპტიმიზაცია: კომპანიის კომერციული საქმიანობის კონტროლი, დაქვემდებარებული განყოფილებების სამუშაო პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია;
  • გაყიდვებზე ორიენტირება: გაყიდვების გეგმის შესრულებაზე და შედეგების ზრდაზე აქტიური ფოკუსირება;
  • პარტნიორობა: რეალტორებთან, სააგენტოებთან და მსხვილ ინვესტორებთან ურთიერთობების აქტიური მართვა გაყიდვების ზრდის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 5-7 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მართვაში;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კომერციული დირექტორის, გაყიდვების დირექტორის ან Head of Sales-ის პოზიციაზე;
  • გაყიდვების პროცესების შექმნისა და ოპტიმიზაციის პრაქტიკული გამოცდილება;
  • CRM სისტემების მართვის გამოცდილება;
  • გაყიდვების გუნდის ფორმირებისა და მართვის გამოცდილება;
  • სასურველია გამოცდილება უძრავი ქონების, დეველოპერულ, სამშენებლო ან მაღალი ღირებულების პროდუქტის გაყიდვებში;
  • უცხო ენების: ინგლისური სავალდებულო; რუსული და ივრითული (სასურველი) ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ძლიერი ლიდერული, მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარები;
  • სამუშაოს სწორი დელეგირების და კომერციული მაჩვენებლების ანალიზის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, რომელიც შედგება ფიქსირებული და გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებული ბონუსური სისტემისგან.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე.

აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კომერციული დირექტორი". გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ნიტე დეველოპმენტ"-ის (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისთვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ნიტე დეველოპმენტი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა