გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

KP3YDHD7 გამოქვეყნდა 20 ნოე 17 ნახვა

გეოდეზისტი

ბლექ სი გრუპი გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 20 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 20 დეკ

"ბლექ სი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

მდებარეობა: საქართველოს რეგიონები (სამშენებლო ობიექტების მდებარეობის შესაბამისად) სფერო: ინფრასტრუქტურული პროექტები სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანიის შესახებ:

ჩვენი კომპანია, როგორც გენერალური კონტრაქტორი ასრულებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. 2005 წლიდან დღემდე კომპანიას წარმატებით შესრულებული აქვს მრავალი ფართო მასშტაბიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში. კომპანიის ბიზნეს მიმართულებებში შედის: გზების და ხიდების, აეროდრომების, ენერგო ობიექტების, საზღვაო ობიექტების, სამთო საბაგიროების და შერეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

პროექტების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე ვეძებთ პასუხისმგებლიან და კვალიფიციურ გეოდეზისტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს კომპანიის მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტების სრულ გეოდეზიურ მხარდაჭერას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • სამშენებლო oბიექტზე სრული გეოდეზიური მხარდაჭერისა და საინჟინრო კონტროლის უზრუნველყოფა;
  • საპროექტო ღერძების, ნიშნულების და კოორდინატების მაღალი სიზუსტით ადგილზე გადატანა;
  • მიწის სამუშაოების, ნაგებობებისა და საინჟინრო კონსტრუქციების გეოდეზიური მონიტორინგი;
  • ტოპოგრაფიული და საკონტროლო-საშემსრულებლო აზომვების წარმოება შესაბამისი ხელსაწყოებით;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების ზუსტი განსაზღვრა;
  • აზომვითი მონაცემების დამუშავება და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
  • პროექტის საინჟინრო ჯგუფთან, მენეჯმენტთან და ტექნიკურ პერსონალთან მუდმივი კოორდინაცია;

განათლება და კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება გეოდეზიის, მშენებლობის ან მომიჯნავე/ტექნიკური მიმართულებით;
  • ინფრასტრუქტურულ (გზები, ხიდები, გვირაბები, აეროდრომები) პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება.
  • თანამედროვე გეოდეზიური ხელსაწყოების (Total Station, GNSS/GPS) გამოყენების გამოცდილება.

პიროვნული უნარები

  • დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და საქმისადმი პროფესიული მიდგომა;
  • გუნდური მუშაობისა და კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ

  • შესაძლებლობას იმუშაოთ მასშტაბურ და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო სტანდარტების პრაქტიკაში შესწავლასა და გამოცდილების მიღებას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას (კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "გეოდეზისტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა