8,718 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

KT5MG7HJ გამოქვეყნდა 22 სექ 2 ნახვა

Brød Bakery

Brød Bakery

ბარისტა

Brød Bakery გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾1300 / თვეში ბოლო ვადა: 23 ოქტ

"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles), სტუმარმასპინძლობას (BRØD, BRØD the Bakery, Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიკური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

"BRØD the Bakery"-ის გუნდში ვეძებთ ბარისტას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #67 სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 2/2-ზე განრიგი, 12-საათიანი ცვლები თვიური ანაზღაურება: 1300 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სტუმრების მომსახურება ობიექტზე დადგენილი სტანდარტებით, მენიუს ცოდნა
  • ყავის, ჩაისა და სხვა სასმელების მომზადება დამტკიცებული რეცეპტებისა და სტანდარტების გათვალისწინებით
  • სენდვიჩებისა და მსგავსი მცირე კვების პროდუქტების მომზადება
  • პროდუქციის ვიზუალური და გემოვნური ხარისხის კონტროლი, სტუმრების გამასპინძლება
  • შეკვეთის შეყვანა და კონტროლი შესაბამის პროგრამაში/სისტემაში
  • ობიექტის სივრცის/მაგიდის მომზადება სტუმრისთვის, სერვირება, მოწესრიგება
  • სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით
  • ანგარიშსწორების პროცედურების მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
  • პასუხისმგებლიანობა
  • გუნდური მუშაობის უნარები
  • ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
  • ეფექტური საკომუნიკაციო უნარები

უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება სასტუმრო/სარესტორნო სფეროში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Brød Bakery
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა