უფროსი მანუალური ტესტერი
HashBank არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან;
- Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე;
- Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის;
- განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში;
- ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
- საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.
სამუშაო პირობები:
- პოზიციის დასახელება: უფროსი მანუალ ტესტერი
- სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ.
- ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.
ძირითადი მოვალეობები:
- საბანკო პროდუქტების კომპლექსური ტესტირება: API, Mobile (iOS/Android) და Web პლატფორმების ფუნქციონალური და არაფუნქციონალური ტესტირება.
- API ტესტირება: REST/SOAP API მოთხოვნების (Requests) და პასუხების (Responses) ვალიდაცია, ინტეგრაციული ტესტირება და API ტესტ-კეისების შაბლონების მომზადება (მაგ. Postman, Swagger).
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობა (პრიორიტეტული): SQL მოთხოვნების (Queries) წერა და ოპტიმიზაცია, მონაცემთა მთლიანობისა და ვალიდურობის შემოწმება ტესტირების პროცესში.
- ტესტ-დოკუმენტაციის წარმოება: ტესტ-გეგმების (Test Plan), ტესტ-კეისების (Test Cases) და ჩექ-ლისტების შექმნა, განახლება და მართვა (Jira / Confluence).
- ხარვეზების (Bugs) მართვა: ხარვეზების იდენტიფიცირება, დეტალური აღწერა, პრიორიტეტიზაცია და მათი სიცოცხლის ციკლის მონიტორინგი.
- მობილური და ვებ ტესტირება: ქსელური ტრაფიკის ინსპექტირება/მონიტორინგი (Fiddler) და ბრაუზერული/მოწყობილობის სპეციფიკური ხარვეზების დიაგნოსტიკა.
- გუნდური თანამშრომლობა: დეველოპერებთან, ბიზნეს ანალიტიკოსებთან და პროდუქტის მფლობელებთან (PO) მჭიდრო თანამშრომლობა მოთხოვნების ანალიზისა და რელიზების მზაობის უზრუნველსაყოფად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2+ წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) მიმართულებით.
- საბანკო სფეროს ცოდნა: საბანკო/ფინანსური პროდუქტებისა და ბიზნეს-პროცესების სიღრმისეული გაგება.
- API ტესტირების ცოდნა: Postman, Swagger ან მსგავს ინსტრუმენტებთან მუშაობის ძლიერი პრაქტიკული გამოცდილება (REST/SOAP, JSON/XML, HTTP სტატუს-კოდები).
- SQL & მონაცემთა ბაზები: SQL მოთხოვნების (SELECT, JOIN, GROUP BY და ა.შ.) დამოუკიდებლად წერისა და მონაცემთა ბაზებთან (MS SQL Server,) ეფექტური მუშაობის უნარი.
- Mobile & Web ტესტირება: Android/iOS აპლიკაციებისა და Web პლატფორმების ტესტირების მეთოდოლოგიების ცოდნა.
- Network Proxies: ქსელური ტრაფიკის სნიფერებთან (Fiddler) მუშაობის გამოცდილება.
- QA ინსტრუმენტები: Bug tracking და ტესტ-მენეჯმენტის სისტემებთან (Jira, Confluence, Qase.io) მუშაობის გამოცდილება.
- ანალიტიკური აზროვნება: დეტალებზე ორიენტირებულობა, პრობლემების სწრაფი იდენტიფიცირებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის უნარი.
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელურობა: გუნდთან, დეველოპერებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება: პრობლემების სიღრმისეულად გაანალიზებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სწრაფად დადგენის უნარი.
- დეტალებზე ორიენტირებულობა: მცირე უზუსტობებისა და ხარვეზების შემჩნევისა და ყურადღებით მუშაობის უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა: დავალებების დროულად, ხარისხიანად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი.
- დროის ეფექტური მართვა: პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და მრავალმხრივი დავალებების შესრულება შეზღუდულ ვადებში (Multi-tasking). ცვლილებებთან ადაპტაციისა და სწრაფი ათვისების უნარი: ახალი ტექნოლოგიების, ინსტრუმენტებისა და ბიზნეს-პროცესების სწრაფად ათვისების მზაობა.
- კონფლიქტების მართვა და გუნდური მუშაობა: კონსტრუქციული უკუკავშირის მიღებისა და გაცემის უნარი, განსაკუთრებით ხარვეზების განხილვისას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2 ნოემბერი, 2026.
გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: უფროსი მანუალ ტესტერი
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე. სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.