9760 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

KV02MBNG გამოქვეყნდა 3 ოქტ 8 ნახვა

ინფრასტუქტურისა და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი

თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 31 ოქტ

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას ინფრასტუქტურისა და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი პოზიციაზე

დასახელება: ინფრასტუქტურისა და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი მომწოდებელი: შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ადგილმდებარეობა: თბილისი, მ.ასათიანის ქუჩა N9 გამოქვეყნდა: 02/10/2026 ბოლო ვადა: 14/10/2026 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ 2013 წლიდან უზრუნველყოფს 20 რაიონის მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური პერსონალით.

მოვალეობები: - ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი; - ცენტრის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა ნივთობრივი მდგომარეობის შეფასება და ექსპლუატაციის კონტროლი; - ინფრასტრუქტურული პრობლემებისა და ტექნიკური ხარვეზების დროული გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ორგანიზება; - განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და კონტროლი; - შესაბამისი პირების მიერ შესრულებული ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი; - ლოჯისტიკური პროცესის ხარჯეფექტური და ხარისხიანი მართვის სტრატეგიის შემუშავება და კონტროლი; - ცენტრის ქონებისა და მატერიალური რესურსების რაციონალური და ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა; - დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობისა და წლიური გეგმის/სტრატეგიის შესრულების კონტროლი; - კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობისა და ცენტრის შინაგანაწესის შესაბამისად, სხვადასხვა სათათბირო ორგანოების (საბჭოები, კომისიები) წევრობა; - სხვა სამსახურებრივი ფუნქციებისა და დავალებების შესრულება, რაც არ ეწინააღმდეგენა მოქმედ კანონმდებლობას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის, ადმინისტრაციული ან ოპერაციული მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება; - საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცონა; - პიროვნული მახასიათებლები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; - ახალ გარემოებებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი; - დროის ეფექტური მართვის უნარი; - პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული, პუნქტუალური და შედეგებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა