9835 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

KV8F3H8C გამოქვეყნდა 14 ოქტ 35 ნახვა

მაღაზიის საწყობის ზედამხედველი

დამი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾2000 / თვეში ბოლო ვადა: 15 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია "დამი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის ზედამხედველის პოზიციაზე.

სამშენებლო მასალების კომპანია წლებია საქართველოს ბაზარზე მომხმარებლებს სთავაზობს მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი ქიზიყის ქ 1 (აეროპორტის გზატკეცილი) სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 2000 ლარი

სამუშაო აღწერილობა

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობში არსებული პროდუქციის ნაშთების მუდმივი კონტროლი, მონიტორინგი და აღრიცხვა;
  • მაღაზიის გაყიდვების დინამიკის კონტროლი, ანალიზი და ნაშთებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • საწყობში შემოსული ახალი პროდუქტების მიღება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება, პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი;
  • საწყობის ოპტიმალური მარაგების მართვა, დეფიციტის ან ჭარბი მარაგების პრევენცია;
  • პროდუქციის სწორი განლაგების, შენახვისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
  • ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა და შედეგების შედარება ბაზაში არსებულ მონაცემებთან;
  • საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვებისა და ლოგისტიკის გუნდთან კოორდინირებული მუშაობა მარაგების დროულად შესავსებად;
  • შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან და საწყობში განლაგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (საწყობის ან მარაგების მართვის მიმართულებით);
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • საწყობის ან სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ, პროფესიონალ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან ტელ.

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა