9,155 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

KVA5N21P გამოქვეყნდა 18 სექ 2 ნახვა

სასტუმრო ბოდბე

სასტუმრო ბოდბე

უსაფრთხოების მენეჯერის ასისტენტი

სასტუმრო ბოდბე გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი დაცვა / უსაფრთხოება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 19 ოქტ

ჩვენ შესახებ:

სასტუმრო "ბოდბე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე ახალი ქართული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებაზეა ორიენტირებული.

სიღნაღის საოცარი ხედებით ცნობილი სასტუმრო სტუმრებს სხვადასხვა კატეგორიის 132 ოთახს, განსხვავებული კონცეფციის კვების ობიექტებს, სპა, ფიტნეს ცენტრს და შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეებს სთავაზობს.

პოზიცია: უსაფრთხოების მენეჯერის ასისტენტი მდებარეობა: ბოდბე, კახეთი სამუშაო ადგილი: სიღნაღი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ხელი შეუწყოს დეპარტამენტის მენეჯერს სასტუმროს უსაფრთხოების ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობაში, სხვადასხვა პროექტების დაგეგმვის და შესრულების პროცესში;
  • აწარმოოს თანამშრომლების სწორად დაგეგმილი სამუშაო განრიგი იმისათვის, რომ არ გაიზარდოს საშტატო ერთეული, მოხდეს შრომისა და ანაზღაურების სწორი გადანაწილება;
  • აწარმოოს შეხვედრები წინა ცვლის და შემდეგი ცვლის თანამშრომლებთან, მიაწოდოს ინფორმაცია ყოველდღიური სიახლეების შესახებ;
  • დაგეგმოს შეხვედრები თანამშრომლებთან ყოველთვიურად, ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდების მიზნით;
  • მონაწილეობა მიიღოს სმენის ხელმძღვანელების და თანამშრომლების წლიური მიზნების დასახვასა და შესრულების ხარისხის კონტროლში;
  • ჩაატაროს აქტივობები გუნდის ერთიანობისთვის და მოტივაცია შეუქმნას თანამშრომლებს, რათა მიაღწიოს გუნდურ წარმატებას;
  • მოამზადოს შესყიდვის მოთხოვნის დოკუმენტები და აკონტროლოს შესყიდვის პროცესი;
  • შექმნას და პერიოდულად განაახლოს დეპარტამენტის სტანდარტული საოპერაციო პროცედურები;
  • საჭიროებისამებრ, შექმნას და აკონტროლოს საჭირო დოკუმენტაცია, პრეზენტაცია და სხვა;
  • უზრუნველყოს სასტუმროს შიდა სტანდარტების დაცვა თანამშრომელების მიერ;
  • საგანგაშო ან სტიქიური უბედურების შემთხვევაში, იმოქმედოს სასტუმროს საგანგებო ორგანიზაციული გეგმის მიხედვით ან ნებისმიერი სხვა გზით;
  • მჭიდროდ ითანამშრომლოს შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო სერვისის მომწოდებელ კომპანიასთან;
  • მენეჯერთან ერთად უზრუნველყოს დეპარტამენტის სრულყოფილი მზადყოფნა და გამართულობა შრომის უსაფრთხოების ინსპექტირებისთვის;
  • ფლობდეს ინფორმაციას სასტუმროში არსებულ მდგომარეობაზე;
  • უსაფრთხოების მენეჯერის ასისტენტი პასუხიმგებელია უსაფრთხოების ოპერაციების კოორდინირებაზე, მთლიანი უსაფრთხოების პერსონალის სწავლებაზე, ყოველდღიური საოპერაციო პროცედურების შესრულების ხარისხის კონტროლზე, მართვასა და მათი შესრულების შეფასებაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უსაფრთხოების მენეჯერის ასისტენტის ან სუპერვაიზერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "უსაფრთხოების მენეჯერის ასისტენტი"

წარმატებას გისურვებთ!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. "ბოდბე მენეჯმენტი" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი რეზიუმე შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "ბოდბე მენეჯმენტი" (ს/კ: 405452745), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.

"ბოდბე მენეჯმენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სასტუმრო ბოდბე
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა