7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

KVY55GS9 გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

ელექტრო სამუშაოების ბრიგადის ხელმძღვანელი

ორბი ჯგუფი თბილისი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
₾2000 / თვეში ბოლო ვადა:

შპს “ორბი ჯგუფი თბილისი” ეძებს ელექტრო სამუშაოების ბრიგადის ხელმძღვანელს, რომელიც უხელმძღვანელებს ელექტროობის გუნდს და უზრუნველყოფს სამუშაოების ეფექტურ ორგანიზებას, ხარისხიან და დროულ შესრულებას, ასევე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას.

სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი (სამშენებლო ობიექტი)

ძირითადი მოვალეობები: - ელექტროობის გუნდის მართვა და ყოველდღიური სამუშაოების ორგანიზება; - გუნდის წევრებს შორის სამუშაოების განაწილება მათი გამოცდილებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით; - სამუშაო პროცესისა და გუნდის პროდუქტიულობის მონიტორინგი; - ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ორგანიზება და ზედამხედველობა; - დამტკიცებული ნახაზების, ტექნიკური დოკუმენტაციისა და პროექტის სპეციფიკაციების შესაბამისად სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა; - სამუშაოების დაწყებამდე საჭირო მასალების, ხელსაწყოების, აღჭურვილობისა და სხვა რესურსების განსაზღვრა; - სასაწყობო გუნდთან მასალების მიღებისა და გაცემის პროცესის კოორდინაცია; - შესრულებული სამუშაოების ხარისხის პირველადი კონტროლი და გამოვლენილი ხარვეზების დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა; - სხვა სამშენებლო მიმართულებებთან სამუშაო პროცესების კოორდინაცია; - სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა და შესრულების პროგრესის მონიტორინგი; - ყოველდღიური და პერიოდული ანგარიშების მომზადება, მათ შორის ყოველთვიური IPC-ის მომზადება; - ელექტროენერგიის გათიშვის, ელექტრო ხარვეზებისა და სხვა ავარიული შემთხვევების დროს დროული რეაგირების უზრუნველყოფა; - ელექტროობის გუნდის 24/7 ან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მზადყოფნის უზრუნველყოფა, პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე; - თანამშრომლებისთვის საჭირო PPE-ის ხელმისაწვდომობისა და სათანადო გამოყენების კონტროლი; - გუნდის მიერ HSE-ის მოთხოვნებისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კონტროლი; - საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამუშაო ძალისა და რესურსების მობილიზების კოორდინაცია; - თანამშრომელთა შვებულებების დაგეგმვა და კოორდინაცია პროექტის სამუშაო გრაფიკისა და პერსონალის საჭიროებების გათვალისწინებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ელექტროობის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება; - სამშენებლო ობიექტზე ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულებისა და ზედამხედველობის გამოცდილება; - ელექტრო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი; - ელექტროობის გუნდის მართვისა და სამუშაოების ეფექტურად განაწილების გამოცდილება; - ელექტრომასალების, ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის დაგეგმვისა და კონტროლის ცოდნა; - HSE მოთხოვნებისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა; - პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი; - გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: mjapharidze@orbi.net

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ორბი ჯგუფი თბილისი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა